რუსი დეპუტატი - საქართველომ და უკრაინამ არმია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს

საქართველომ და უკრაინამ არმია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს ადამიანის უფლებების უდიდესი დარღვევაა, რომელიც შეუმჩნევლად რჩება, - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა, პიტერ ტოლსტოიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ მსჯელობდნენ.

„რა თქმნა უნდა, დღეს თქვენ თუ სიმართლის გჯერათ, მაშინ რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილება უნდა დაადასტუროთ. ბატონო გონდარენკო ფიქრობს, რომ ის ანა კარენინაა, მაგრამ ასე არ არის. გასულ წელს, რუსეთი დაბრუნდა ამ დარბაზში და მას შემდეგ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენი არყოფნის განმავლობაში რასაც ვისმენდით, არის ტყუილები რუსეთის შესახებ. ტყუილები რუსეთის მოქმედებების შესახებ. შეუძლებელია ქვეყანაზე საუბარი, როცა ფაქტები არ იცი. ვინ უნდა დაისაჯოს? ადამიანება, რომლებიც აქ ყირიმის ოკუპაციაზე საუბრობენ, არ იციან, რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა? ვერ აცნობიერებენ იმას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია და არ ეკუთვნიან რუსეთის ფედერაციას? რა თქმა უნდა, თქვენ ყველამ ეს იცით, მაგრამ უსმენთ ამ სისულელეებს და თავს უქნევთ. რა სირცხვილია. საქართველომ და უკრაინამ საკუთარი არმია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს ადამიანის უფლებების უდიდესი დარღვევაა, რომელიც შეუმჩნევლად რჩება. საქართველო და უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს ანადგურებდნენ, ახლა კი თითს რუსეთისკენ იშვერენ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გვქონდეს თანაბარი დიალოგი. ეს უნდა იყოს დიალოგი და არა ვინმეს დასჯა. თუ კიდევ რაიმე სანქციები დაუწესდება რუსეთის დელეგაციას, ჩვენ კვლავ წავალთ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ კრიზისში იქნება. მე მგონი თქვენს უმეტესობას ეს არ სურს“,-განაცხადა ტოლსტოიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა