“ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი - ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ე.წ. მაყურებლების გავლენა იზრდება

“ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში იზრდება სწორედ ე.წ “მაყურებლების” გავლენა”, - ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ცენტრის წლიური ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო არ იზიარებს სახალხო დამცველისა და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” შეფასებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “რაც საფუძველია იმისა, რომ კრიმინალური სუბკულტურის მზარდი გავლენა კვლავ იქნება პრობლემა შემდეგ წლებშიც”.

“კრიმინალური სუბკულტურის არსებობა არ არის ისეთ მასშტაბებს მიღწეული, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლოს ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო არ გამოხატავს ნებას და ფაქტობრივად არ იზიარებს, უგულებელყობს იმ შეფასებებს, რაც დაფიქსირებულია ჩვენი და სახალხო დამცველის ანგარიშებში. ეს არის საფუძველი იმისა, რომ კრიმინალური სუბკულტურის მზარდი გავლენა კვლავ იქნება პრობლემა შემდეგ წლებშიც”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ “პენიტენციურ სისტემაში ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა, პაემნის ოთახებში მინის ბარიერის არსებობა, ოჯახის ვიზიტის დროს კონფედენციალური გარემოს არარსებობა”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს