გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში და ეს დადასტურებულია ფაქტებით

სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში და ეს დადასტურებულია ფაქტებით, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსული დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რცხვენია, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე შევეწინააღმდეგე ამას, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე და ასევე იმედი მაქვს ყველა, ვინც მას მხარი დაუჭირა იძულებით, მოსყიდვით თუ საკუთარი ნებით, ისინიც გრძნობენ პასუხისმგებლობას თუ რა საგანგაშო ვითარებაში ვართ. სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში და ეს დადასტურებულია ფაქტებით,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს