„პატრიოტთა ალიანსმა" NDI-სა და IRI-ს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

პოლიტიკურმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა" დღეს NDI-სა და IRI-ს წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს თბილისის მასშტაბით NDI-სა და IRI-ს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ამ ორგანიზაციებმა საქართველოში კვლევები შეწყვიტონ.

„საქართველოში დიდი ტყუილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. უნდა დამთავრდეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფა NDI-სა და IRI-ს მხრიდან. ეს გრძელდება მრავალი წლის მანძილზე, ქართველი ხალხი მოთმინებით იტანს ამ ყველაფერს.

ჩვენ დღეიდან თბილისის მასშტაბით ვიწყებთ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანი არის ამ ტყუილის დანგრევა. NDI და IRI ამერიკული ორგანიზაციებია, სწორედ ამიტომ ჩვენ ამერიკის საელჩოსთან გვქონდა აქცია, სადაც მკაფიოდ ვთქვით და მოვუწოდეთ ამერიკის ხელისუფლებას, დაინახონ ქართველი ხალხი, დაინახონ როგორ არ მოსწონს ქართველ ხალხს ამ ორგანიზაციების მხრიდან ასეთი ტყუილი“, - განაცხადა ინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო