გიორგი ვაშაძე - არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები ჰქონდეს, მათ შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენაზე

ამერიკისთვის უკვე ნათლადაა დადასტურებული, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსულ ინტერესებს და არა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ინტერესებს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სენატორების მიერ პრემიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, კონგრესმენები მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

„გუშინდელ წერილს ხელს აწერენ უმაღლესი რანგის სენატორები, რომლებიც ძალიან დეტალურად მიმოიხილავენ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ამერიკისთვის უკვე ნათლად დადასტურებულია, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსულ ინტერესებს და არა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ინტერესებს. „ქართულმა ოცნებამ“ ხელყო საქართველოს დემოკრატიული პერსპექტივა.

წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, უბრალოდ მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ გასაღები ჩვენს ხელშია. არ გვეგონოს, რომ სხვები ჩვენს ნაცვლად გააკეთებენ არჩევანს,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, „ახალი საქართველოს” ლიდერის ინფორმაციით, არ გამორიცხავს, რომ დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები ჰქონდეს.

„ჩვენ სამწუხაროდ იმ რეალობაში ვართ, სადაც დასავლეთი, ამერიკა, ევროპა გვაკრიტიკებს და ტაშს გვიკრავს რუსეთი, რუსეთის დუმის წევრები. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები ჰქონდეს, მათ შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო