2020 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის 5 პროექტს განახორციელებს

საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტის მთავარი ამოცანა საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ ამოცანის შესასრულებლად დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს 5 პროექტის განხორციელება.

„სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 2020 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზების ქსელზე მოეწყობა 71,400 მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, ხოლო მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე - 31,370 მეტრი იდენტური კონსტრუქცია.

უსაფრთხოების ხარისხის და არსებული რისკების განსაზღვრის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 600 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთებზე, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩატარდება გზების შეფასების საერთაშორისო პროგრამის საპილოტე კვლევა (iRAP).

მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საპრევენციო ღონისძიებების სახით, სოფელ ძეგვზე გამავალ მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები, სადრენაჟე სისტემები და საგზაო ნიშნები.

უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ინსპექტირებას. დამონტაჟდება დამატებით საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ასევე დაგეგმილი აქვს 38 სასწორის შეძენა და ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა გურიასა და იმერეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ზენორმატიულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გასაკონტროლებლად. მოცემულ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების მიზნით, მიმდინარეობს სატენდერო პირობების შეთანხმების პროცედურები აზიის განვითარების ბანკთან.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე განახორციელა 8 მილიონი ლარის სამუშაოები. სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მოეწყო 62750 მეტრი EN 1317 ევროპული ნორმების შესამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები და 5100 მეტრი ფოლადის ბაგირები; ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 4 მონაკვეთზე შეკეთდა მრუდის ელემენტები, მოეწყო წყალამრიდი და წყალგამტარი საშუალებები.

მათივე ცნობით, დაწყებულია და 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება 8,5 მილიონი ლარის სამუშაოები კახეთის საავტომობილო გზების 4 მონაკვეთზე შერწყმის და განშტოების ადგილებზე წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის მოსაწყობად. ასევე, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონების საავტომობილო გზის 6 მონაკვეთზე ტროტუარების, წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის გასაკეთებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა