მეუფე პეტრე დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე - არსებობს მტკიცებულებები, რომ საერო ცხოვრებაში მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი - ვურჩევ წმინდა სინოდს, ამით დაინტერესდეს

ჩანს, არსებობს მტკიცებულებები, რომ ანდრია ჯაღმაიძეს საერო ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ შეიძლებოდა მისი მღვდლად კურთხევა და ვურჩევ წმინდა სინოდს, დაინტერესდეს ამით. მას უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება,- ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის მტკიცებულებებს ის სინოდის სხდომაზე წარადგენს.

„მამა ანდრია ჯაღმაიძე არის ასევე ერთ-ერთი მახინჯი სახე ჩვენი საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ ეს პატრიარქის მიერაა შექმნილი, რა ადამიანებთანაც ის თავს გრძნობს კომფორტულად და რა თქმა უნდა, სუბიექტურია საპატრიარქო მის მიმართ. მე პასუხი მომთხოვეს თითქოს პატრიარქის შეურაცხოფისთვის, ესეც იყო შერჩევითი, მისთვის უნდა მოეთხოვათ, პირველ რიგში, პასუხი. მას მინდა ვუთხრა, რომ მე სინოდზე წარვადგენ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მას საერო ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ შეიძლებოდა მისი მღვდლად კურთხევა და ვურჩევ წმინდა სინოდს დაინტერესდეს, გამოიკვლიოს, მას უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება, რამეთუ არის ეჭვი, რომ ერისკაცობიდან ისეთი მძიმე დანაშაული აქვს, რაშიც მას თუნდაც ეჭვით ბრალი ედება და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სამღვდლო ხარისხში. ის აქედან განერიდა მართლმსაჯულებას, თავი შეაფარა რუსეთს და იქიდან ბრუნდება თითქოს უკვე ეკლესიური, მორწმუნე ადამიანის მანტიით. ძალიან მალე ხდება მისი სამღვდლო ხარისხში ხელდასხმა და საპატრიარქოს კარზე დაწინაურება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ბევრ კითხვის ნიშანს”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

იხილეთ ვიდეო: ანდრია ჯაღმაიძეს საერო ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ შეიძლებოდა მისი მღვდლად კურთხევა - მეუფე პეტრე

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა