მამუკა მდინარაძე - პროვოკაციული განცხადებაა ვინმე გაბედავს თუ ვერ გაბედავს სერგეი ლავროვის საქართველოში შემოშვებას

პროვოკაციულია განცხადება ვინმე გაბედავს თუ ვერ გაბედავს სერგეი ლავროვის საქართველოში შემოშვებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში არშემოშვებას ვერ გაბედავს. მდინარაძის თქმით, ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს ეროვნული თავმოყვარეობა აქვს. მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდის ავლა არ მოხდება.

„აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადებაა, ვინმე გაბედავს თუ ვერ გაბედავს სერგეი ლავროვის შემოშვებას. საქართველოს თავისი დღის წესრიგი აქვს და ყველა ადამიანს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია ეროვნული თავმოყვარეობა აქვს. ერთი მხრივ არ მოხდება კანონის გვერდის ავლა, მეორე მხრივ- ზოგადად დელეგაციის ჩამოსვლა- არჩამოსვლის საკითხი გადაწყდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ამ მინისტერიალის ფარგლებში,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება დეპუტატ გავრილოვის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებების პოზიტიურად შეფასებას, მდინარაძემ განაცხადა, რომ მას გავრილოვის აზრი არ აინტერესებს.

„მე საერთოდ არ მაინტერესებს რას ფიქრობს ამ საკითხზე გავრილოვი. არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ადამიანი, რომელმაც პროვოკაციულად მოახერხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოთავსება, რაც არ იყო ფორმატით გათვალისწინებული. ამას მოჰყვა მთელი რიგი მოვლენები, რაც გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა. შევაფასოთ გავრილოვის მოსაზრებები სხვა საკითხებზე მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არაფერს სწორად არ ფიქრობს ოკუპაციაზე, არ მგონია სწორი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ექსპრეტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, გამორიცხულია, რომ სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს საქართევლოში და არ შემოუშვან.“ ის თუ ჩამოვა, შემოუშვებენ, ჩემი აზრით, არშემოშვებას ვერ გაბედავენ. გამორიცხულია, რომ ლავროვი ჩამოვიდეს და არ შემოუშვან“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა