პაატა იმნაძე - გადაუდებელი საქმე თუ არ გვაქვს, ნუ წავალთ იქ, სადაც არის ინფექციის კერა - რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ

გადაუდებელი საქმე თუ არ გვაქვს, ნუ წავალთ იქ, სადაც არის ინფექციის კერა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით მაღალი რისკის სიაში არც ერთი არ არის, ყველგან შეგიძლიათ იმოგზაუროთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი ხასიათდება იმ სიმპტომებით, რაც ჩვეულებრივ გრიპს ახასიათებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად იმყოფებოდა პირი, რომელსაც ეს სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება) აქვს ჩინეთში, ან ჰქონდა თუ არა კონტაქტი უხანიდან ჩამოსულ მოგზაურთან.

„უხანიდან ან იმ პროვინციიდან თუ ხართ ჩამოსული ორი კვირის მანძილზე და დაგეწყებათ ხველა, მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ან თუ ჩინეთში იყავით და იქ გქონდათ კონტაქტი ვიღაცასთან, ვისაც ჰქონდა ხველა და მაღალი ტემპერატურა.

ორი შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყნის შიგნით ვირუსის გადადების, ერთი იაპონიაში და ერთი გერმანიაში, თუმცა, ორივე ამ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი უხანიდან ჩამოსულთან.

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი შეიკრიბება, ჯერჯერობით ასეთი (რთული) სიტუაცია არ ჩანს არც ერთ ქვეყანაში გარდა ჩინეთისა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა განახორციელოს ყველა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. ამ ეტაპზე გვაქვს რეკომენდაცია, რომ შემოწმდნენ მხოლოდ უხანიდან წამოსული მგზავრები.

ხალხმრავალ ადგილებში გინახავთ ალბათ, რომ ბევრი ადამიანი დადის ნიღბებით, ასევე ხელების ხშირი დაბანა არის ყველაზე კარგი პრევენცია, ან სველი სადეზინფექციო ხელსახოცით დამუშავება.

პირბადე სწორად უნდა ვიხმაროთ, გარედან არ უნდა მოვკიდოთ მას ხელი, რომ მერე ეს ხელი პირზე არ მოვისვათ. ამიტომ, ხელების დაბანა ყველაზე მნიშვნელოვანია. გადაუდებელი საქმე თუ არ გვაქვს, ნუ წავალთ იქ, სადაც არის ინფექციის კერა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით მაღალი რისკის სიაში არც ერთი არ არის. ყველგან შეუძლიათ იმოგზაურონ, პარიზში, მიუხენშიც, ტოკიოშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო