ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ბრალს არ აღიარებს

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გოჩა თადუმაძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თადუმაძის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა, დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ის არ საუბრობს.

„მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდება წარედგინა. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც იარაღის დამზადებას გულისხმობს“, - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს 2 მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა