დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოსახლეობას გრიპის და კორონავირუსების შესახებ რეკომენდაციებს აძლევს

ნიღბის გაკეთებას აზრი აქვს მაშინ, როცა დახურულ სივრცეში ხართ. სულ ტყუილად გიკეთიათ ნიღაბი ქუჩაში მოსიარულეებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელებული არ არის და მხოლოდ გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა მიზანშეწონილია.

"მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ცემინების ეტიკეტი, ხშირად გავანიავოთ სივრცეები და ავადმყოფი ადამიანები დარჩნენ სახლში, ნუ გადიან გარეთ. იქონიეთ სადეზინფექციო ხელსახოცები და ხშირად დაიმუშავეთ ხელები ტრანსპორტში. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი არის ბარიერული დაცვის მეთოდი, ქმნის ბარიერს, რომ თქვენს ცხვირსა და პირში არ მოხვდეს ინფიცირებული წვეთი. ჩვენთან კორონავირუსით დაავადებულები არ არიან და თუ ამიტომ იკეთებთ ნიღაბს, რომ არ მოგხვდეთ კორონავირუსით დაავადებულის წვეთი, ტყუილად შეიზღუდავთ სუნთქვის რეჟიმს. მაგრამ გსიამოვნებთ ნიღბის გაკეთება, ამას აზრი აქვს მაშინ, როცა ხართ დახურულ სივრცეში. ქუჩაში, ღია სივრცეში სეირნობა ნიღბით აზრს მოკლებულია, სულ ტყუილად გიკეთიათ ნიღაბი ქუჩაში მოსიარულეებს. მნიშვნელოვანია ნიღაბი ეკეთოს თავად დაინფიცირებულ ადამიანს, რომელმაც ის სწორად უნდა მოიხმაროს”, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს