თინა ბოკუჩავა - მოსკოვისთვის სალომე ზურაბიშვილი არის მოსაწონი პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს დიდი სირცხვილია

მოსკოვისთვის სალომე ზურაბიშვილი არის მოსაწონი პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს არის დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომელიც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომ „საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად”.

ბოკუჩავას თქმით, „ნათელია, რომ ხელისუფლება ღიად პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე გადავიდა“.

„სრულად შეხმატკბილდნენ უკვე საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება, რაც გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ იმთავითვე ნათელი იყო, რომ ზურაბიშვილი მოსაწონი იქნებოდა რუსეთისთვის, როდესაც საქართველოს დააბრალა ომი და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მეათე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად დააყენებს ამ ქალბატონის იმპიჩმენტის საკითხს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის არშემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება.

„ეს არის სრული აბსურდი. არსებობს ამის უამრავი პრეცედენტი. სახელმწიფო ინტერესები არის ის უპირველესი ინტერესი, რომელიც ნებისმიერმა ნორმალურმა კანონიერმა ხელისუფლებამ უნდა დაიცვას. თეა წულუკიანი, სალომე ზურაბიშვილი და მთელი ეს მოღალატეების ჯარი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა დავარღვიოთ ჩვენი კანონმდებლობა, ფეხქვეშ უნდა გავთელოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. გააუქმონ ბარემ ეს კანონიც და კიდევ უფრო გაცხადდეს მათი პოლიტიკა, თუმცა უკვე ნათელია, რომ ღიად პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე გადავიდა ხელოსუფლება”,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა