გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დავოსში კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისას კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

„მე დავოსში ბევრი შეხვედრა მქონდა ბიზნესის წამრომადგენლებთან, მათ შორის „ეიპიემ ტერმინალსის“ ხელმძღვანელობასთან“, - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, „ეიპიემ ტერმინალსი“, „ეი. პი. მოლერ–მერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა. „ეიპიემ ტერმინალსმა” 28 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე აქტიურ მუშაობას. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ყველა საჭირო ნებართვას დროულად მიიღებენ და 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო