ყაზბეგიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია

ყაზბეგიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვე მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.

ჩინეთის რამდენიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

„ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ 16:00 საათზე, ჩინეთის მოქალაქეების საკითხზე კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას გააკეთებენ.

იხილეთ ვიდეო

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა