ნიკა გვარამიას განცხადებით, მას დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მზად არ არის სხდომაზე დასწრებისთვის, თუმცა მოსამართლემ სხდომის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომის დასაწყისში ნიკა გვარამიამ შუამდგომლობა დააყენა სხდომის გადადების შესახებ.

როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მზად არ არის სხდომაზე დასწრებისთვის. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ მას არ მიუღია მოსამართლეთა ელექტრონული განაწილების შესახებ დოკუმენტი, რის გამოც წინა სხდომა გადაიდო და დღევანდელი სხდომის გადადებაც ითხოვა, რაზეც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ სხდომას ვეღარ გადადებდა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მან დრო მისცა მოსაფიქრებლად, რომ თუ დაცვის მხარე ისევ სხდომის გადადებას მოითხოვს, ე.ი. ის სასამართლოს შემადგენლობას არ ენდობა, რაც მოსამართლის თქმით, პირდაპირ სასამართლოს კოლეგიის აცილებას გულისხმობს.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს