კამპანია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კამპანია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში განათლების სფეროს პრობლემატიკაზე და ამ დარგში განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს, გიორგი ვაშაძემ სამუშაო გუნდთან ერთად საზოგადოებას „განათლების ქართული მოდელის” 15 ინიციატივა გააცნო.

დღევანდელ შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განათლების დარგის სპეციალისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მუდმივი ექსპერიმენტები მასწავლებლებზე და მოსწავლეებზე, ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ 15 ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სრულ დეპოლიტიზაციას და მასწავლებელსა და მოსწავლეებზე ორიენტაციას. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა განათლების საბჭო, რომელსაც 80 ათასი პედაგოგი აირჩევს საქართველოში 7 წლის ვადით და სწორედ ისინი განსაზღვრავენ განათლების პოლიტიკას. განათლება ეს არის ქვაკუთხედი, რამაც უნდა გადაგვატეხინოს ის უზარმაზარი ეკონომიკური პრობლემა რაც ქვეყანაშია და ჩვენი 15 ინიციატივა სწორედ კომპლექსურად მოიცავს ამ თემას. ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკოსები უნდა მოეშვან განათლების სისტემის პოლიტიკურად გამოყენებას და ის უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის აღზრდას და არა ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესს,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გეგმის, სტრატეგია "აღმაშენებელის" პრეზენტაცია პირველ ოქტომბერს, ფილარმონიაში გაიმართა. როგორც "ახალ საქართველოში” აცხადებენ, სტრატეგია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის ინდივიდუალურად შეიქმნა საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ნაბიჯებისა და 20 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზეა დაყრდნობილი. აღნიშნულ გეგმაზე ორმოცდაათამდე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა იმუშავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს