ადვოკატი - შემკვეთის დადგენის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნება ჩვენგან იმის თქმა, რის გამო და რატომ შეიძლება მომხდარიყო ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვა

ამ ეტაპზე შემსრულებლები არიან დაკავებული. შემკვეთის დადგენის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნება ჩვენგან იმის თქმა, რის გამო და რატომ შეიძლება მომხდარიყო ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ძმების მკვლელობის მომზადების შესახებ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიგეს.

ანთაძის განცხადებით, ფეიქრიშვილები მათი მკვლელობის მომზადების ფაქტს ვერაფერს უკავშირებენ. თუმცა, ადვოკატი დასძენს, რომ გარკვეული პერიოდის წინ, გიორგი ფეიქრიშვილის ავტომობილი დაწვეს, რასთან დაკავშირებითაც ერთი პირი დაკავებულია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ ვიყავით, საქმის მასალებს გავეცანით და დაკავებული პირებიდან არცერთს ძმები არ იცნობენ. ბათუში რომ დააკავეს, ისინი ასაკითაც საკმაოდ უფროსები არიან. გუშინ დაგვიკავშირდნენ კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან, მივედით და შესაბამის სამსახურში გაგვაცნეს აღნიშნული ფაქტი. საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება და გამოიძიებენ, ვინ არის შემკვეთი და ამის მერე ყველაფერი ნათელი გახდება. ამ ეტაპზე შემსრულებლები არიან დაკავებული. შემკვეთის დადგენის შემდეგ უფრო ლოგიკური იქნება ჩვენგან იმის თქმა, რის გამო და რატომ შეიძლება მომხდარიყო მათი მკვლელობის დაგეგმვა“, - აცხადებს ანთაძე.

ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბოლო პერიოდში ძმები დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ, ვინაიდან საფრთხეს გრძნობდნენ.

„არანაირ საფრთხეს არ ელოდებოდნენ. გარკვეული პერიოდის წინ, გიორგი ფეიქრიშვილის მანქანა დაწვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია პირი, თუმცა, ამ ფაქტის დაკავშირება რთულია. თუმცა, ამის ალბათობა არის. ძმები არც ამ პიროვნებას იცნობენ. მოლოდინი რომ ჰქონოდათ, მათი მკვლელობა იგეგმებოდა, არც გადაადგილდებოდნენ და უსაფრთხოების უფრო მეტ ზომას მიმართავდნენ“, - აცხადებს ანთაძე.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი წარსულში რომელიმე საქმეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი ფიგურირებს, თუნდაც, ე.წ. მაზავშიკების საქმეს, რომელშიც ასევე უკრაინა ფიგურირებდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„გიორგი ფეიქრიშვილი იმ ფაქტთან დაკავშირებით ნასამართლევი არ არის და არც დაკავებული. დაკავებული იყო დავით ფეიქრიშვილი, თუმცა, ბრალდება აბსურდული იყო და დღესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გვაქვს აღნიშნული საქმე გასაჩივრებული. ეს იმდენად აბსურდული თემა იყო, ამ ფაქტს იმას ნამდვილად ვერ დავუკავშირებთ“, - განაცხადა ანთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა