მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ იანვრის ბოლოს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი იყო დაგეგმილი.
„მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. დასახელებულ პერიოდში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრუსელში არ ყოფილა დაგეგმილი. ვიზიტი შედგება გაზაფხულზე“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია იანვრის ბოლოს ბრიუსელს უნდა წვეოდა, თუმცა თავად ოფიციალურმა ბრიუსელმა ვიზიტი გააუქმა.