ნიკა გვარამია - მოსამართლე ქურდულად ცდილობს, რომ საქმე გამირჩიოს და მითხრას, რომ არა, მაინც უნდა განვიხილო საქმე

მოსამართლე ქურდულად ცდილობს, რომ საქმე გამირჩიოს და მითხრას, რომ არა, მაინც უნდა განვიხილო საქმე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელსაც სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა.

გვარამიას თქმით, სასამართლოდან გამოთხოვილი დოკუმენტები ჯერ კიდევ არ მიუღია, რის გამოც წინა პროცესი გადაიდო, თუმცა გვარამიას განცხადებითვე, ამჯერად მოსამართლეს „ეს არ აინტერესებს“.

„წინა პროცესზე, გახსოვთ, მოსამართლემ საკმარისად, სწორ და ადეკვატურ წინაპირობად ჩათვალა, რომ სანამ არ მივიღებდი განაწილების, შვებულებების შესახებ ქვეკოლეგიებში მოსამართლეების გამწესების შესახებ ადმინისტრაციულ აქტებს ამავე სასამართლოდან და იუსტიციის საბჭოდან, მანამდე პროცესი გადადებულიყო. მე 24 საათში უნდა ვიღებდე ამ პასუხებს, იმიტომ, რომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა შეეხება რთულ დოკუმენტებს. ეს ერთი აქტია, რომელიც უნდა მომცეს სასამართლომ, მაგრამ არ მაძლევს. მე ვკითხულობ, თუ წინა პროცესზე ეს იყო საკმარისი საფუძველი, ახლა თუ ეს აქტები არ მიმიღია, არა ჩემი ბრალეულობის, არამედ მისივე სასამართლოს თავმჯდომარის და მისივე კოლეგების ბრალეულობით, მე რა უნდა გავაკეთო, რა შეიცვალა ამ საქმეში, ან ჩემი ბრალეულობის გამო შეიცვალა? ის, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა, ის, რომ სასამართლო არ იძლევა, უკანონოდ, ნორმატიულ აქტს. არ იძლევა და მორჩა, არ აინტერესებს, ქურდულად არ მაძლევს, ეს მოსამართლე ქურდულად ცდილობს, რომ საქმე გამირჩიოს და მითხრას, რომ არა, მაინც უნდა განვიხილო საქმე, კარგი, ქურდულად გარჩევას მოყვება პასუხი, ოღონდ არა ქურდული, არამედ კანონის მუშტით“,- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს