მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმს უნდა დავუსვათ კითხვა, თვითონ როგორ მიაჩნიათ შესაძლებლად არბიტრაჟისგან თავის არიდება

კონსორციუმს უნდა დავუსვათ კითხვა, თვითონ როგორ მიაჩნიათ შესაძლებლად არბიტრაჟისგან თავის არიდება. სახელმწიფო და მთავრობა კი არ მიდის არბიტრაჟში, ეს ისევ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებაა, ამიტომ, არბიტრაჟისგან თავის აცილება მათ თვითონ შეუძლიათ, - ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონსორციუმისგან მიიღეს შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის პოზიციას არ ეთანხმებიან.

„კონსორციუმთან ჯერ შეხვედრა არ გვქონია. მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას. ეს არის უკვე პრაქტიკულად წინასაარბიტრაჟო პროცესი, შესაბამისად უკვე იუსტიციის სამინისტრო იქნება ამ პროცესში აქტიურად ჩართული და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონკრეტული წინადადებები, თუ რაში ხედავს უშუალოდ კონსორციუმი რესურსს და მათ შორის, რა რეალური შეთავაზება აქვს მას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს. მანამ, ვიდრე არ მოვისმენ კონკრეტულ მოსაზრებებს თვითონ რას და როგორ გვთავაზობენ, თავისი პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, მე ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რამდენად რეალურად მიმაჩნია თუ არ მიმაჩნია რეალურად, ამიტომ მოდი ჯერ დაველოდოთ კონსორციუმს“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების რესურსს ვერ ხედავს, თუმცა კონსორციუმი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურების ფარგლებში, მზადაა მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. მხარეებს 60 დღიანი წინა საარბიტრაჟო ვადა აქვთ, რომელიც დავის თავიდან აცილების მიზნით მოლაპარაკებისთვის უნდა გამოიყენონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა