დავით ჭიჭინაძე - ხვალ რომ ტრამპმა განცხადება გააკეთოს, რას იტყვიან „ოცნების“ ლიდერები, ტრამპი ერთი კაცია და არა მთელი ამერიკაო?!

„ხვალ რომ ტრამპმა გააკეთოს განცხადება, რას იტყვიან „ოცნების“ ლიდერები, ტრამპი ერთი კაცია და არა მთელი ამერიკაო?! ესენი არც პრორუსები არიან, არც პროამერიკელები, არც პროევროპელები. ესენი ორიენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე“, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

მისი თქმით, დღეს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გადარჩენას ემსახურება.

„დღეს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გადარჩენას და ყველა იმის მიხედვით აკეთებს განცხადებას, რომ პირველ რიგში სწორედ მისი მატერიალური მდგომარეობა არ დაზიანდეს. რადგან არავისთვის უცხო არ არის, რომ ივანიშვილის საკმაოდ დიდი ფინანსური აქტივები სწორედ რუსეთში აქვს და მის უახლოესი გარემოცვა დღესაც რუსულ ფინანსურ წრეებთან კონტაქტობს აქტიურად. ეს კი ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, თუ ისევ „ქართულ ოცნებას“ ავირჩევთ, დასავლეთი გვეტყვის, რომ უკეთესის ღირსი არ ვართ.

„მოკლედ, დღეს ჩვენი გადასაწყვეტია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. დასავლეთი უბრალოდ დაგვეხმარება, რომ არ გააყალბონ არჩევნები და დაიცვან ხალხის ინტერესები, მაგრამ თუ ჩვენ ისევ „ქართულ ოცნებას“ ავირჩევთ, გვეტყვიან, რომ არ ვართ უკეთესის ღირსი.

სენატორების, კონგრესმენების განცხადებებიც სხვა არაფერია, რომ გამგებმა უნდა გაიგოს და თუ ვერ გაიგებენ, მათ სხვა ბერკეტებიც აქვთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო