პროექტის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე მრავალწლოვანი ბაღი 8400-ზე მეტ ჰექტარზე გაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შეჯამების დროს მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანი იყო ფერმერების მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. შედეგად ქვეყანაში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება და გაჩნდა ხალი საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარებზე ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 2020 და მომდევნო წლებში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით.

“ქვეყანა შეძლებს გადამამუშავებელი მრეწველობისთვის კარგი სანედლეულო ბაზის შექმნას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე, 2019 წელს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობი შეადგენს 2,100 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ კი 13,353,000 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)