კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს, ის გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, თურქ ექიმზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა, ცოტნე გამსახურდია, რომელიც მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის, გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს.

“კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, - წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა