„თბილისის დინამოს“ ყოფილი მფლობელების განცხადებით, „ოცნებასთან“ დაახლოებული ადვოკატი ირმა ჭკადუა, გიორგი რურუას უახლოესმა მეგობარმა და კლუბის მიმტაცებელმა კომპანიის დირექტორად დანიშნა (R)

საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ მფლობელი კომპანიის - „ბერმუხა 92“-ის ყოფილი მფლობელები, რომლებიც დღესაც პრეტენზიას აცხადებენ კლუბის საკუთრებაზე, განცხადებას ავრცელებენ, სადაც კომპანიის ძალადობრივად მიტაცებასა და სამართლებრივ პროცესებზე შემდგომი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, კლუბის დირექტორად „ოცნებასთან “ აფილირებული ადვოკატის, ირმა ჭკადუას დანიშვნაზე საუბრობენ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სააპელაციო სასამართლომ 4 წლიანი ლოდინის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება „თბილისის დინამოს“ კანონიერი მფლობელი კომპანიისთვის საიდენტიფიკაციო კოდის აღდგენის შესახებ, რაც ფაქტობრივად ისტორიული „თბილისის დინამოს“ აღდგენას და ყველა მისი უფლების, მატერიალური თუ ინტელექტუალური საკუთრებისთვის სასამართლო დავის დაწყებას ნიშნავს.

საიდენტიფიკაციო კოდის აღდგენის მოთხოვნით სასამართლო პროცესი 23 წელი მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან ორიოდე დღეში ვერის ყოფილი საძმოს წევრმა და ჟორიკა რურუას უახლოესმა მეგობარმა ლერი სულაბერიძემ კანონდარღვევით, საჯარო რეესტრში საკუთარ შვილზე გადააფორმა „თბილისის დინამოს“ მფლობელი კომპანიის წილი. სულაბერიძემ ასევე საქმეს ჩამოაშორა ადვოკატი როინ მიგრიაული, რომელმაც 23 წლიანი დავის შემდეგ მოიგო „თბილისი დინამოს“ დაბრუნების სასამართლო პროცესი.

„თბილისის დინამოს“ მიტაცების ისტორია 23 წელზე მეტს ითვლის და სამწუხაროდ, ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ისტორიას დაინტერესებული საზოგადოება კარგად იცნობს კახა თარგამაძის მიერ კლუბის მიტაცებიდან და გადაყიდვიდან დაწყებული, ვიდრე ბოლო დრომდე. დღეს უკვე ჩვენს გაკვირვებას და აღშფოთებას ის იწვევს, რომ ძალადობრივი გზით კომპანიის მიტაცების მსურველი სულაბერიძის გვერდით აღმოჩნდა იურისტი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც სულაბერიძემ კომპანიის დირექტორად გაამწესა (?!).

ჩვენ, „თბილისის დინამოს“ კანონიერი მფლობელები ვალდებულად ვთვლით თავს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ შემდეგი: - ლერი სულაბერიძე ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს კომპანიის მიტაცებას საქმე და სავარაუდოდ, სწორედ იმ მიზნით, რომ საქმის საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში მისთვის სასურველი უკანონო შედეგით წარმოების გარანტია ჰქონდეს, მან დირექტორად დანიშნა ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნების „ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში მოიაზრება“, - ნათქვამია „თბილისის დინამოს“ ყოფილ მფლობელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლებიც თავს დღესაც კლუბის კანონიერ მესაკუთრეებად მიიჩნევენ.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს