მაია ცქიტიშვილი კიტა იზორიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე - ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ყველამ უნდა ვცეთ პატივი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იგი ეთანხმება პრემიერის შეფასებას ლევან იზორიას ძმასთან, კიტა იზორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოკადრებზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ კანონი ყველასთვის ერთია და თუ ამა თუ იმ ადამიანის ქმედება შეფასდება კანონდარღვევად, ან რაიმე სახის გადაცდომად, რეაგირება ყოველთვის ადეკვატურია.

„დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება არა მხოლოდ პოლიციის, არამედ ნებისმიერი ფორმიანი ადამიანის მიმართ. ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, იქნება ეს პოლიციელი, თუ გარემოს დაცვითი ინსპექციის თანამშრომელი, ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, და, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ნებისმიერი თანამდებობის პირის ნათესავის მხრიდან, ვერ იქნება მოსაწონი ასეთი ტიპის ქმედება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ თუ კიტა იზორიას ქმედება შეიცავს რაიმე სახის დანაშაულს, ამას სამართალდამცავების მხრიდან აუცილებლად კანონის შესაბამისი რეაგირება მოყვება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო