„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ სეზონურ შეთავაზებას თებერვალშიც გააგრძელებს

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სპეციალური სეზონური შეთავაზებით სარგებლობას თებერვალშიც ჰპირდება. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მარკის ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები, ზამთრის სეზონზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრ თბილისიდან“ აცნობეს, სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის თებერვალშიც 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელები ძველ ზეთსა და ფილტრს ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეცვლიან, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი ამ ტიპის მომსახურებას „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 125 ლარად გაუწევენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, მომხმარებლისთვის აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე როგორც სხვა ავტონაწილები, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის და ორიგინალი წარმოებისაა.

„ეს ხელსაყრელი საშუალებაა მძღოლებისთვის, რომ უმოკლეს დროში განაახლონ თავიანთი ავტომანქანები. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სათადარიგო ავტონაწილები, ძრავის ზეთი, ფილტრები და ნებისმიერი აქსესუარი, რომელთა შეძენაც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეუძლია, დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. შესაბამისად, მათი ხარისხი გარანტირებულად დაცულია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრზეც, სადაც მოძღოლებს მომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.

"სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, 09:30-დან 18:00 საათამდე, დეტალური ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდენენ: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com", - ნათქვამია ინფორმაციაში

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა