გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის ავტოკრატიული მმართველობა არ კმაყოფილდება რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით და დაადგა ღია, ფიზიკური ტერორის გზას

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სასამართლოში მომხდარ ინციდენტს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ღია ფიზიკურ ტერორად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს არის ფიზიკური ანგარიშსწორება ივანიშვილის მიერ, ფიზიკური და რეპრესიული მექანიზმების საშუალებით, რათა მათ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლოს.

ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული „ბოლო ზღვარია, რაც დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“.

„ივანიშვილის ავტოკრატიული მმართველობა არ კმაყოფილდება პოლიტიკოსებზე სასამართლო, პოლიცია და პროკურატურის რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით და დაადგა ღია ფიზიკური ტერორის გზას, რაზეც მიუთითებს დღეს ნიკა გვარამიაზე და რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება. ივანიშვილის მიერ ფიზიკური და რეპრესიული მექანიზმების საშუალებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა ბოლო ზღვარია და ის აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა