ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელები „სუს-ის მიერ სპეციალურად მოგზავნილი პირები იყვნენ“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ნიკა გვარამიას თავდასხმის საქმეზე საგანგებო განცხადება გააკეთეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, მათ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები სუს-ის მიერ სპეციალურად მოგზავნილი პირები იყვნენ.

„რამდენიმე წუთის წინ, სასამართლოს შენობასთან, რომელიც არის უსამართლობის სიმბოლო საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დავალებით რასაკვირველია, ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ. პირველი ამაზრზენი ფაქტი, რომელიც იყო ამასთან დაკავშირებით, იყო ის, რომ პოლიციამ განარიდა მაშინ, როდესაც უნდა დაეკავებინათ მოძალადეები და დაუყოვნებლივ უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში.

ჩვენ ამის საპირისპიროდ ვიხილეთ ამაზრზენი ფაქტი, როდესაც თვითონ პოლიციელები დაცვად ედგნენ ამ ადამიანებს. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან სუს-ის მიერ დაქირავებული და მოგზავნილი მოძალადეები და ეს ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას ძალიან ბევრ ძალადობრივ აქციაში, რომლებსაც აორგანიზებდა თვითონ „ქართული ოცნება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს