არჩილ თალაკვაძე ყაზახეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირებს და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმჟომარტომ ტოკაევი და ყაზახი კოლეგები - სენატის თავმჯდომარე, დარიგა ნაზარბაევა და მაჯლისის თავმჯდომარე ნურლან ნიგმატულინი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

არჩილ თალაკვაძე ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, მიმდინარე საკითხებზე და გეგმებზე ესაუბრა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა