ლევან დავითაშვილი - ამ ეტაპზე ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა, რაც შეეხება სასურსათო პროდუქტებს, ის არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს

ამ ეტაპზე ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დააკვირდება რა რეკომენდაციები ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამის შესაბამისად იმოქმედებს.

„საქართველო არის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ჩვენი სამინისტრო თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საერთაშორისო ტენდენციებისა და რისკების შეფასებაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, გვყავს ასევე საქართველოში სამედიცინო კვლევის ცენტრის რისკების შეფასების ჯგუფიც. შესაბამისად, იმ რეკომენდაციას სრულად ვითვალისწინებთ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსცემენ,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოტანის გარდა, სხვა სასურსათო პროდუქტების შემოტანა არ არის შეზღუდული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს