საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიაში პორტშია გაჩერებული

იტალიის საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 ადამიანი იმყოფება, იტალიის პორტ ჩივიტავეკიაშია გაჩერებული, რადგან ორ ჩინელ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

გემზე, სახელად „კოსტა ესმერალდა“ ჩინელი წყვილი 25 იანვარს ავიდა. მათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

ლაინერი საფრანგეთისა და ესპანეთის პორტებს სტუმრობდა, ვიდრე ჩივიტავეკიას პორტში გაჩერდებოდა. ლაინერის არც ერთ მგზავრს მისი დატოვების უფლება არ მისცეს, ვიდრე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლიან.

იხილეთ ვიდეო: კადრები იტალიიდან, სადაც საკრუიზო გემი, რომელზეც 6 000 მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის საფრთხის გამო პორტშია გაჩერებული

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა