გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, „განათლების ქართული მოდელი“ 3 გარდამტეხ ნაბიჯსა და 15 ინიციატივას აერთიანებს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში განათლების მიმართულებით ახალი „განათლების ქართული მოდელის“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც 3 გარდამტეხ ნაბიჯსა და 15 ინიციატივას აერთიანებს.

„ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ამ მიმართულებით სამი ძირითადი პრობლემა და მათი მოგვარების გზები იყო წარმოდგენილი. შეხვედრას სფეროს ექსპერტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის გაჭირვება, ეკონომიკური კრიზისი და ერთმანეთთან დაპირისპირება. ერთადერთი, რასაც საქართველოს გაერთიანება შეუძლია, ეს არის საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენი ახალი თაობა, ჩვენი შვილები შესაბამის ცოდნას ვერ მიიღებენ.

საქართველოში განათლების სამინისტრო რეკორდებს ამყარებს მინისტრების რაოდენობით, საშუალოდ ყოველ 1,5 წელიწადში ქვეყანას ახალი განათლების მინისტრი ჰყავს.

ამ სფეროში ჩვენ სამი ძირითადი პრობლემა გამოვყავით: 1)მუდმივი და უსისტემო ცვლილებები განათლებაში; 2) პოლიტიზირება და ცენტრალური მმართველობა; 3) დაუსრულებელი ექსპერიმენტები მასწავლებლებზე;

მოსწავლეთა მიღწევებით საქართველო საერთო ჯამში 70 ქვეყანას შორის უკანასკნელ ათეულშია, ჩვენ გვისწრებს ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ეს არის ძალიან სამწუხარო მაჩვენებელი, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულია სამი მნიშვნელოვანი პრინციპი: 1)დეცენტრალიზაცია; 2) დეპოლიტიზაცია; 3) მოდერნიზაცია და 15 ინიციატივას აერთიანებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა