დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოწმე, გიორგი ჯახუა დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი თვითმხილველი მოწმე, გიორგი ჯახუა დაკითხეს.

როგორც ჯახუა აცხადებს, მან ფარდულიდან გამოსული სისხლიანი დავით სარალიძე დაინახა.

"დავინახე სარალიძე ფარდულიდან ბარბაცით გამოდიოდა და ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. სარალიძესთან დასახმარებლად მივედი, რა დროსაც ვიღაც ბიჭი ყვიროდა არ გაუშვათო, დადუნაშვილი "არკაში" შემოვიდა და ვიღაც ბიჭს ფეხი დაარტყა, შემდეგ გუგა ბარბაქაძე მივიდა დადუნაშვილთან. რა მიმართულებით იქნევდა ხელს ვერ დავინახე, რადგან დადუნაშვილი მეფარებოდა, ზურგით იდგა", - განაცხადა გიორგი ჯახუამ.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ ისაუბრა, თუ როგორ დაინახა ფარდულში მიხეილ კალანდია.

"დღეს მოწმემ განაცხადა, რომ მან დაინახა შემთხვევის ადგილზე ბრალდებული მ.კ. როგორ შევიდა სწორედ იმ ფარდულში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვლილი დავით სარალიძე, ასევე ამავე საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ. მოწმემ ასევე ისაუბრა იქ მყოფი პირების როლზე, ვინ რა მოქმედებებს ასრულებდა. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, რომლებიც მხარეებმა ერთობლივად გამოვიკვლიეთ", - განაცხადა ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით იკვეთება, რომ მსჯავრდებულები, გუგა ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია ცრუ ჩვენებებს იძლევიან.

"ეს მოწმე იმ ერთ-ერთ მოწმეთაგანია, რომელმაც თავიდან ბოლომდე იხილა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა ჯანაშიამ სარალიძე ფარდულში შეაგდო. ამ მოწმის მიერ მოწოდებული ჩვენებით დასტურდება, ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ გუგა ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია ცრუ ჩვენებას იძლევიან. მოწმემ დაასახელა ის ადგილი, საიდანაც ფაქტობრივ გარემოებას უყურებდა. მის მიერ აღწერილ გარემოებაში ჯანაშიას და ბარბაქაძის მდგომარეობა, როცა ისინი ამბობენ თითქოს, დაინახეს კალანდია თუ რას აკეთებდა, ამ მოწმის ჩვენებით ეს არ დასტურდება", -განაცხადა თოდუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს