რუსული ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი თავის აფეთქებით იმუქრებოდა

რუსული ავიაკომპანია S7-ის ცნობით, მისმა კუთვნილმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში იძულებითი დაჯდომა განახორციელა. ამის მიზეზი მგზავრის მხრიდან მუქარა გახდა, რომ თავს აიფეთქებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის მგზავრი ქალი სავარძლებს შორის გასასვლელში დადგა და დაიმუქრა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ამ დროს თვითმფრინავი რეისს ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა.

ქალი პოლიციამ დააკავა, თუმცა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: რუსული ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავის ბორტზე მგზავრი თავის აფეთქებით დაიმუქრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა