ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება  ჩინეთში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება ჩინეთში, ასევე მსჯელობენ გამოცხადდეს თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გლობალურად.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის გარდა, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ჩინეთთან არ ჩაუკეტავს საზღვარი. მისივე თქმით, რუსეთმა ნაწილობრივ, შორეულ აღმოსავლეთთან ჩაკეტა საზღვარი.

„სხვას არავის ჩაუკეტავს საზღვარი ჩინეთთან. საქართველოსთან ერთად, ასევე ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა პირდაპირი რეისების შეჩერება.

ამჟამად, ზუსტად ამ დროს მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის სხდომა და ალბათ, ის რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რაც ხდება ჩინეთში, გამოცხადდეს თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გლობალურად. ის დღეს მხოლოდ ჩინეთისთვის არის გამოცხადებული. ამიტომ, ამ სხდომის შედეგები ჩვენ ალბათ, გვიან ღამე გვეცოდინება, როდესაც დისკუსიის შეჯამების შემდეგ ბრიფინგი დაიწყება. ალბათ, ხვალ დილას ან გვიან ღამე იქნება ცნობილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ვებ-გვერდზე დადებს რეკომენდაციებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა