შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის -„არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“, მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის, არასრულწლოვან დამნაშავეთა მხარდაჭერის, თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის და სხვა მიმართულებების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს