ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2020 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მარია პრინჩინოვიჩ ბურიჩთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის, მათ შორის სოციალური ქარტიით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მდგომარეობა, თანასწორობისა და ქალთა უფლებების თვალსაზრისით მიმდინარე ცვლილებები და აპარატის საქმიანობა ამ მიმართულებით; ასევე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამოწვევები და მართლმსაჯულების ხარვეზები; გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის საკითხები.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დეტალურად ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე, ხაზი გაუსვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს რეგიონში.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა სახალხო დამცველის ინსტიტუტს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა