არჩილ თალაკვაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ისრაელის სახელწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო და დინამიური სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან საქართველოს წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო რეფორმები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს