ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საგარეო ვაჭრობის რეპორტი დაემატა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის გვერდს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია დაემატა, რომელიც იმპორტისა და ექსპორტის მონაცემების მრავალფეროვანი ანალიზის საშუალებას იძლევა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს სასურველი ფილტრებისა და პირობების არჩევის შემდეგ მარტივად შეუძლია ნახოს, თუ რა საქონელი და რომელ ქვეყანაში გადის ექსპორტზე ან ხორციელდება იმპორტი.

მათივე ცნობით, ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია ჰარმონიზებული სასაქონლო აღწერისა და კოდირების ორნიშნა და ოთხნიშნა დონეზე, დროის სასურველი ინტერვალით, თანხობრივი ან წონითი მაჩვენებლებით.

„გარდა ამისა, ვებ გვერდზე ინტეგრირებულია მსოფლიო ქვეყნების რუკა, რომელიც ვიზუალურად წარმოაჩენს ექსპორტ/იმპორტის მონაცემებს ქვეყნების მიხედვით.

საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)