საბერძნეთი ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნავების შესაჩერებლად ეგეოსის ზღვაში მცურავი ბარიერების მონტაჟს გეგმავს

საბერძნეთი გეგმავს, თურქეთის გავლით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნავების შესაჩერებლად ეგეოსის ზღვაში მცურავი ბარიერები დაამონტაჟოს. ამის შესახებ BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სავარაუდოდ, მეტალის მავთულის ბარიერები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან დამონტაჟდება და სასიგნალო განათებით აღიჭურვება.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება.

ცნობისთვის, მიგრანტები თურქეთის გავლით ხშირად ცდილობენ საბერძნეთში შესვლას. მათი უმეტესობა ავღანეთიდან და სირიიდან არის. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას არაერთხელ დაემუქრა, რომ თუკი ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ის მიგრანტების ნაკადს ევროპის კონტინეტისკენ გაუხსნის გასასვლელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა