სააგენტო „რესი“ - ცხინვალის КГБ ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადასვლის ნებას მისცემს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „საზღვარზე“ ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობა“ არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

КГБ-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები მიღებულია დე ფაქტო «უშიშროების საბჭოს“ 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით.

„აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლა ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე. პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე საქართველოს მიმართულებით და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პუნქტ „რაზდახანის“ მორიგი გახსნის თარიღს, სამომავლოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით აცნობებს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი