მიხეილ სააკაშვილი - სანამ ეპიდემიის ასეთი საფრთხეა, ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს

სანამ ეპიდემიის ასეთი საფრთხეა, ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა საკმარისი არ არის.

ყოფილი პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს, ნებისმიერი მესამე ქვეყნის გავლით ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის შეჩერებას.

„გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში მოქალაქეების ჩამოსვლა. საქართველოს ხელისუფლება იქცევა უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და ეს არაფერი არ იქნება, რომ ეს არ ეხებოდეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს შვილებს, რომლებიც ამ სასიკვდილო დაავადების ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან! დაუყოვნებლივ დღესვე! ხვალ დილიდანვე! აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოფრენა! აიკრძალოს შემოსვლა საქართველოს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრით. ეს არ არის რეკომენდაცია! თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს! არც ერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს სანამ ეპიდემიის ასეთი საფრთხეა და სანამ არ მომხდარა მასობრივი გავრცელება, რისი დიდი საფრთხეც არსებობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში! ჩინეთის რეისების ფრენის აკრძალვა არ კმარა! საჭიროა ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის შეჩერება, ნებისმიერი მესამე ქვეყნის გავლით. პირდაპირი ფრენების აკრძალვა არ კმარა”, - წერს სააკაშვილი "ფეისბუქში".

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო