ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც BBC წერს, აღნიშნულის "მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში".

მათივე ინფორმაციით, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში.

როგორც მედია წერს, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას.

მათივე ცნობით, წინა შემთხვევაში გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა ებოლა, ზიკა და H1N1.

ცნობისთვის, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად , 170 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადების 8100 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო