ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-ია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის პირველი ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყანამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა