იტალიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

იტალიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი ორ ჩინელ ტურისტს აღმოაჩნდა, რომელთა მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„იტალიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს,“- განაცხადა კონტემ და დასძინა, რომ მთავრობამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-ია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია. ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა