თურქეთის უსაფრთხოების საბჭო - ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიზანი იერუსალიმის ოკუპაციის დაკანონებაა

დონალდ ტრამპის ე.წ. „სამშვიდობო გეგმის“ მიზანი პალესტინისა და იერუსალიმის ოკუპაციის, განადგურებისა და ჩაგვრის ლეგიტიმაციაა - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ერთადერთი გამოსავალი 1967 წელს დადგენილ საზღვრებში პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საბჭომ გუშინ, ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ასევე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა აბათილებს გაეროს მიერ პალესტინის საკითხზე დღემდე მიღებულ რეზოლუციებს და ისრაელს აძლევს თითქმის ყველაფერს, რასაც ითხოვს.

თურქული მედიის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უძღვებოდა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა. ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება. ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა