ავსტრალიაში, კანბერას რეგიონში, ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის (ACT) ხელისუფლებამ ტყის ხანძრის გაძლიერების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 18,500 ჰექტარი ტერიტორიის ფართობზე ძლიერი ცეცხლის ალია გავრცელებული. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანბერას რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძრები მძვინვარებს.

ხელისუფლებამ კანბერას მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

ფედერალური ტერიტორიის მთავარი მინისტრის ენდრიუ ბარის თქმით, ხანძარი, შესაძლოა უკონტროლო გახდეს. მისივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა მანამდე გაგრძელდება, სანამ კანბერა რისკის ქვეშ იქნება.

ფედერალური ტერიტორია სიდნეისა და მელბურნს შორის მდებარეობს. მისი მოსახლეობა 400,000 ადამიანს შეადგენს.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში გავრცელებულ ტყის ხანძრებს სექტემბრიდან დღემდე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა ათასობით სახლი და დაიწვა 11 მილიონი ჰექტარი ტერიტორია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა