გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, მისაქციელი.

12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხადა, ჯაღმიანი, ზაქათკარი, წკერე, ბენიან-ბეგონი, შარმიანი, კაიშაურნი, იუხო, ხოლო 17:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, იოსელიანის, მწითურის, ტაბიძის, მ. კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა