შს მინისტრის მოადგილე დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე კასკადური ტრენინგების გახსნით ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა დისკრიმინაციული ნიშნით დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

„აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა თემაზე გამომძიებელთა სისტემური გადამზადების პროცესი პირველად ხორციელდება. ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული ინფორმაციით. სამართალდამცავთა გადამზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს ტრენერები, ასევე -ფსიქოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მხარდამჭერები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა კომპეტენციის და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო