წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ახალ სასესხო ოფიცერს შეხვდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი სასესხო ოფიცერი საქართველოში ჯატინ სეეჯორე მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა კომპანიასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. მათ შორის, ქუთაისში წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის მიმდინარეობა, ამ ეტაპისთვის არსებული ვითარება და პროექტირების საკითხები მიმოიხილეს.

„ქალაქ ქუთაისში, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია, წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს.

ამ დროისთვის, EIB პროექტების განსახორციელებლად 100 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.

შეხვედრაზე კომპანიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ შორის, ბანკის შესაძლო ჩართულობაზე კომპანიის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო